რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2021-07-31 19:30:10

რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს, 75 319 200 ლარს მიაღწია.

ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა.

სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება.

მისი თქმით, ბიუჯეტი ჭარბი შემოსავლების ხარჯზე გაიზარდა.

2021 წლის ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქონელი და მომსახურება:

35 000 ლარი - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას;
50 000 ლარი - სადღესასწაულო ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის პროგრამა;
44 000 ლარი - თეატრის ხელშეწყობის პროგარამა;
13 000 ლარი - რუსთავის მოხუცებულთა სახლის ხელშეწყობის პროგრამა.

სუბსიდიები:

175 000 ლარი - საკალათბურთო კლუბის ხელშეწყობის პროგრამა;

სოციალური უზრუნველყოფა:

50 000 ლარი - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას;
250 000 ლარი - მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა;
260 000 ლარი - მინიმალური სასურსათო კვების დაფოინანსების პროგრამა;

სხვა ხარჯები:

250 000 ლარი - სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროგრამა;
80 000 ლარი - შენობების ფასადების რეაბილიტაციის პროგრამა;
180 000 ლარი - სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა;
324 000 ლარი - გარე-განათების ქსელის მოვლა-პატრონობის პროგრამა;
1 797 800 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციიის  პროგრამა;
2 290 000 ლარი - დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამა;
286 000 ლარი - მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვიტარების პროგრამა;
6 000 ლარი - თეატრის ხელშეწყობის პროგრამა.