ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-31 18:30:40

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 22 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 67 პირი შემოწმდა.

2 პირს ინფიცირება "პისიარ" კვლევით დაუდგინდა.

21 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 156 პირი გაიტესტა.

1 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედაგად დაფიქსირდა.