წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 38 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.
ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.