რუსთავში 25 წლამდე გოგო გააუპატიურეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ. "წყალსაქაჩის" ტერიტორიაზე, 25 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ორმა, 25 წლამდე მამაკაცმა მოტყუებით შეიყვანა. აქედან ერთმა მამაკაცმა გოგო გააუპატიურა, ხოლო მეორე მამაკაცი კი ქალის მიმართ ძალის გამოყენებაში ეხმარებოდა.
ფაქტის შესახებ მალევე ეცნობა რუსთავის პოლიციის შესაბამის განყოფილებას. გოგონა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქ/პუნქტით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.