მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-08-03 21:00:14

საქართველოში ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +36°C, +40°C გრადუსამდე მოიმატებს. მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ დასავლეთში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28°C, +32°C იქნება.

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 4 აგვისტო +36°C, 5 აგვისტო +38°C, 6 აგვისტო +38°C, 7 აგვისტო +38°C.

ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 4 აგვისტო +29°C, 5 აგვისტო +28°C, 6 აგვისტო +29°C, 7 აგვისტო +29°C.