ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2021-07-30 11:49:58

დაბა ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად  ორი ახალგაზრდა დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.