4 სოფელს წყალმომარაგება აღუდგა (ვიდეო)

2017-08-03 20:35:09

კომპანია „რუსთავის წყალმა“ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა მარნეულის სოფლების მოსახლეობის თხოვნა და მიუხედავად დაგროვილი დავალიანებისა დღეიდან ალგეთის თემის 4 სოფელს წყალმომარაგება აღუდგა.

დღეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსთავის წყლის დირექტორი თემურ ჯანელიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. წყალმომარაგების საკითხის სრულად მოგვარებისთვის რუსთავის წყალი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ნახეთ ვიდეო.