ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-29 23:03:50

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 35  პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 141 პირი შემოწმდა.

2 პირს ინფიცირება პისიარ კვლევით დაუდგინდა.

35 ახალი შემთხვევა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 161 პირი გაიტესტა.

ლოლაძის განცხადებით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში პირველი ივლისიდან 29 ივლისამდე გატესტილ 680 ბავშვიდან 98% კოვიდ19 დაუდასტურდა.