გარდაბნის მერობის კანდიდატი ცნობილია

2020-07-29 18:54:06

პარტია "ქართული ოცნების" გარდაბნის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილი იქნება.

ამ დროისთვის გიორგი შინჯიკაშვილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა უკავია.

ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.