პარტია ,,ქართული ოცნების,, მარნეულის მერობის კანდიდატი კენან ომაროვი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი და მარნეულის ყოფილი მერი ზაურ დარგალი ავრცელებს.
ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შედეგები გასაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს.