ვინ მიიღო მაქსიმალური შეფასება გამოცდებზე

2017-08-03 15:16:21

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ქიმიის შედეგები გამოქვეყნდა. ქიმიაში მაქსიმალური ქულა 75, ხოლო ქართულ ენაში 80 იყო. რუსთაველმა აბიტურიენტებმა ამჯერადაც საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენეს. „ინფო რუსთავი“ რუსთავის სხვადასხვა სკოლის აბიტურიენტებს დაუკავშირდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქიმიაში მაქსიმალური ანუ 75 ქულა ერთმა აბიტურიენტმა, №22 სკოლის კურსდამთავრებულმა - სერგი ბეთხოშვილმა აიღო. აღსანიშნავია, რომ მან ინგლისური ენის გამოცდაშიც მაქსიმალური, 90 ქულა აიღო. ასევე საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა უნარებში (77 ქულა) და ქართულ ენაში (77 ქულა). მეორე აბიტურიენტი, რომელმაც ქართული ენის გამოცდაში საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა, №4 სკოლის კურსდამთავრებული - ანი შუბითიძეა. ანიმ გამოცდაში 78 ქულა აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 78 ქულა აიღო კერძო სკოლა "ლამპარი"-ს კურსდამთავრებულმა ლაშა ჭელიძემ.

ნახეთ რუსთაველი აბიტურიენტები რომლებმაც ინგლისური ენის და უნარების გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს.