როდის გამოიდარებს

2021-07-29 12:32:16

30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 ივლისი +28°C, 31 ივლისი +29°C, 1 აგვისტო +30°C, 2 აგვისტო +31°C.