გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება. სოფელ პრიმორსკოეს გამგებლის განცხადებით, ცეცხლი სამხედრო საწყობებს გაუჩნდა, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გოგირდის ცხელი წყლები მიედინება. არსებული ინფორმაციით, ჭურვები ჯერ კიდევ ფეთქდება. იმ მიზეზით, რომ ხალხი მასიურად ტოვებს სოფელს, გზაზე საკმაოდ დიდი საცობი წარმოიქმნა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტის ცნობით, აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. შემთხვევის ადგილი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მოინახულეს. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლის, მიზან ლომიას განცხადებით, აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულები გუდაუთის საავადმყოფოსა და სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. მომხდარის მიზეზებს ჯერ კიდევ იკვლევენ. ნახეთ ვიდეო.