რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2021-07-28 20:53:54

რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

დენი არა აქვს მე-11, მე-12, მე-17 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარიული გათიშვა მოხდა.  კომპანიის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

მათი თქმით, ელექტრო ენერგიის მიწოდება ერთ საათში აღდგება.