რუსთაველ მამაკაცს სავარაუდო პედოფილიაში ადანაშაულებენ

2021-07-29 00:18:46

33 წლის მამაკაცს სავარაუდო პედოფილიაში ადანაშაულებენ. გოგონას მამაკაცი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს სწერდა. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მამაკაცს უთხრა, რომ არასრულწლოვანი იყო, ის სექსუალური შინაარსის მიმოწერას მაინც აგრძელებდა.

თიკო კვალიაშვილი ჰყვება რომ, მის დას რომელიც სრულწლოვანია, სოციალურ ქსელში, ვინმე - ჯიმი ჯონისგან შეტყობინება მიუვიდა, 21 წლის გოგონაც საუბარში აჰყვა, თუმცა მალევე მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა და ასაკიც ამის გამო მოატყუა.

33 წლის მამაკაცი რომელზეც თიკო კვალიაშვილი საუბრობს რუსთაველია. ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ირაკლი ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად აღწერს, თუ რატომ წერდა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონას.

ირაკლი ამტკიცებს, რომ დარწმუნებული იყო გოგონას სრულწლოვანებაში, ამიტომაც ჰქონდა მიმოწერა. ამასთან აღიარებს, რომ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს, იმასაც ყვება, რომ გუშინ პოლიციამ გამოჰკითხა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაუშვა.

ახალგაზრდა მამაკაცი გეგმავს, აიყვანოს ადვოკატი და დაამტკიცოს, რომ დამნაშავე არ არის.

პოლიციაში გამოკითხვაზე ვიყავი, იმ გოგომ თვითონ მომწერა, რომ 13 წლისაა, თუმცა ფოტოებით მივხვდი, რომ სრულწლოვანი იყო. თვითონ კი მომწერა, რომ 13 წლისაა, მაგრამ მატყუებდა. პირველმა თვითონ მომწერა იმ გოგომ, რომ შევხვდეთო. სხვა არასრულწლოვნებთან , დედას გეფიცები, ურთიერთობა არა მაქვს, ამაზე უბრალოდ ვიცოდი, რომ 13 წლის არ იყო. ვიცი, 13 წლის ადამიანთან ასე ურთიერთობა დანაშაულია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მატყუებდა, ადვოკატს ავიყვან და დავამტკიცებ უდანაშაულობას. - ამბობს ირაკლი.

ჩაიდინა, თუ არა წინასწარი შეცნობით 33 წლის მამაკაცმა მძიმე დანაშაული ამას სამართალდამცველები დაადგენენ, საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს, გამოშვება გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო.