რუსთავის ავტობანი ნაწილობრივ გადაკეტილია

2021-07-28 15:29:17

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამ ეტაპზე რუსთავის ავტობანი ნაწილობრივ გადაკეტილია.