რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, უფრო კონკრეტულად კი ფეხით სავალ ტროტუარზე, 10 დღეზე მეტია სამშენებლო ნაგავი ყრია. მოსახლეობა მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, სამართალდამრღვევი პირი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ან სხვა სახის ნარჩენებს კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდება.
სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური პირი 200 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით.