ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-27 19:06:17

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 37 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 115 პირი შემოწმდა.

24 ახალი შემთხვევა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიმის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 182 პირი გაიტესტა.