კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს 14:30-დან 18:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. რუსთავში, მეგობრობის და ლეონიძის ქუჩებს და მათ მიმდებარეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."