ხანძარი კახეთის გზატკეცილზე

2017-08-02 23:01:26

კახეთის გზატკეცილზე რამდენიმე საათის წინ სტამბა „შარავანდის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია ცეცხლი პოლიგრაფიულ მასალას და საღებავის კასრებს გაუჩნდა, რამაც მცირდი აფეთქება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრული და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით ტერიტორიაზე 30-მდე სახანძრო სამაშველო ტექნიკა და 150 მეხანძრე მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლის კერები სრულად ლოკალიზებულია და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.