დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი არ განიხილება.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება, როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას.
რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.