წყლის მიწოდება იზღუდება

2021-07-27 11:36:57

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

რუსთავში, მესხიშვილის მე-3 გას. N 6 წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 27 ივლის 12:00 -დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:მესხიშვილის მე-3 გას. N 6-ს.

ასევე, 21-ე მ/რ  N 6-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:  21-ე მ/რ  N1,6-ს.

კომპანიის ცნობითვე, 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მე-6 მ/რ-ს.