ამინდი მკვეთრად გაუარესდება

2021-07-27 01:35:40

29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს  პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 ივლისი +23°C, 29 ივლისი +24°C, 30 ივლისი +28°C, 31 ივლისი +30°C.