ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [video]

2021-07-27 00:22:57

ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესის" მარკის ავტომობილს გზაზე მოულოდნელად ცხენმა გადაურბინა.

მძღოლმა აცილება ვერ მოახერხა და ცხენს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ცხოველი ადგილზე მოკვდა, ავტომობილში მყოფები კი მსუბუქად დაშავდნენ, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

მაგისტრალზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აღსანიშნავია რომ გზის მონაკვეთზე სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა არ არის გარე განათება.