"მარშუტკაში ეს არაკაცი პედოფილი შემხვდა"

2021-07-27 00:01:04

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ, "ინტერტრანსის" მიკროავტობუსში ინციდენტი მოხდა.

გოგონა რომელიც აღნიშნული მიკროავტობუსით მგზავრობდა აცხადებს რომ მას უცხო მამაკაცი ფოტოებს უღებდა და მთელი გზა თვალს არ არიდებდა. ფაქტით აღშფოთებულმა გოგონამ მისი მიკროავტობუსიდან ჩასვლა მოითხოვა.

"ვიდეოს არ ვდებ სპეციალურად !!!! რუსთავი-დიდუბის მარშუტკაში ეს არაკაცი პედოფილი შემხვდა !!!! სულ ბოლო სკამზე ვიჯექი მარტო რამოდენიმე სკამით წინ კი ეს არადამიანი იჯდა ძალიან დიდხანს უკან იყურებოდა და ვცდილობდი ამერიდებინა თავი შემდეგ ამოიღო ტელეფონი მოატრიალა წინა კამერა და იღებდა სურათებს სადაც ჩემს ფეხებს აჩენდა და აახლოვებდა რა ვუწოდოოო ????!!! სად ვცხოვრობთ სად ვართ რა სჭირს ხალხს ???? აი ამ ყველაფრის დანახვაზე გადამეკეტა და ჩავაგდე ორთაჭალაში ეს არაკაციიიი !!!!!!! გიკვირთ ძალადობა და ჩუმდებით აი ეს არადამიანები ძალადობენ თქვენს შვილებზე ჩუმად რომ ხართ!!!!!", - ახალგაზრდამ "ინფო რუსთავთან" საუბრის მერე ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.