თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვითიბი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში არასამუშაო დროს უცხო პიროვნება შეიჭრა.
ფაქტი "ინფო რუსთავს" ბანკის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ უცხო მამაკაცს, არანაირი მოთხოვნა ან ულტიმატუმი არ ჰქონია და მან ტერიტორია მალევე დატოვა.
"უცნობი პიროვნება შემოვიდა ბანკში ვითიბი ბანკის ჭავჭავაძის 2 ნომერში მდებარე ფილიალში არასამუშაო საათებში. ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენს თანამშრომლებთან, მაგრამ არანაირი ულტიმატუმი, მოთხოვნ, დაშინება ან რამე მსგავსი მისი მხრიდან არ ყოფილა. მალევე წავიდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ბანკის წარმომადგენელმა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობასა და მუქარას გულისხმობს.