4-მა ახალგაზრდამ 3 პოლიციელს სცემა

2021-07-26 13:53:17

ხობის მუნიციპალიტეტში 3 სამართალდამცავს 4-მა ახალგაზრდა მამაკაცმა სცემა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს პოლიციელებმა მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირებაც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 2 ახალგაზრდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, ხოლო კიდევ 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

ადმინისტრაციული მუხლით დაკავებული პირები
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშიაა.