რუსთავის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაზონების მორწყვა მიმდინარეობს. სამუშაოები იმ ტერიტორიებზე ხორციელდება, სადაც სარწყავი სისტემა არ არსებობს. გაზონები ავზიანი ავტომობილით ირწყვება. ამ ეტაპზე პროცესი, რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ არსებულ გაზონებთან მიმდინარეობს.