რუსთავში, 30 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. [video/ვიდეო]
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სუიციდის მიზნით, სხვადასხვა სახის მედიკამენტი მიიღო და მეტალურგიული ქარხნის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანმშრომლები.
მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.