2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდა. ზოგადი უნარებისგან განსხვავებით ინგლისური ენის გამოცდაში რუსთაველმა აბიტურიენტებმა უმაღლესი ქულები აიღეს. აბიტურიენტების თქმით ინგლისური სხვა საგნებთან შედარებით ყველაზე ადვილი იყო, რასაც შედეგებიც მოწმობს. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ინგლისური ენის გამოცდის მაქსიმაური ქულა 90 იყო. „ინფო რუსთავი“ რუსთავის სხვადასხვა სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს და აბიტურიენტებს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალაქის მასშტაბით ოთხმა რუსთაველმა აბიტურიენტმა უმაღელსი 90 ქულა მოიპოვეს. გიორგი ქერელაშვილი, რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 სკოლის კურსდამთავრებული - 90 ქულა; სალომე ფოცხვერაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - 90 ქულა; სერგი ბეთხოშვილი, რუსთავის №22 სკოლის კურსდამთავრებული - 90 ქულა; ნიკა ბენაშვილი, რუსთავის №28 სკოლის კურსდამთავრებული.