537 000 ლარი რუსთავის ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისთვის [photo]

2021-07-24 19:01:01

რუსთავის N1 ბაგა-ბაღის მე-2 ფლიგელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად რუსთავის მუნიციპალურმა მერიამ 537 055 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოების ფარგლებში სრულად მოხდება მე-2 ფლიგელის რეაბილიტაცია, გამოიცვლება კარ-ფანჯარა, სახურავი, იატაკი, გაკეთდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა სველი წერტილები და საკანალიზაციო სისტემა.