ლეონიძის ქუჩის #18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 45 წლამდე ქალბატონი გაძარცვეს. შემთხვევა, დაახლოებით, 12:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალბატონს ხელი ჰკრა და ყელიდან ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯა, რის შემდეგაც იგი გაიქცა და მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ნახეთ ვიდეო.