რუსთავის პოლიციამ 35 წლამდე მამაკაცი დააკავა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.
შეგახსენებეთ, რომ 8 ივლისს რუსთავის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 25 პირი იქნა დაკავებული, საიდანაც 17 რუსთაველია.
დაკავებულებს ბრალი, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის წარუდგინეს.