ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2021-07-23 12:12:04

ავარიას 35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, კახეთში, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.