კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს 10:00 საათიდან 4 აგვისტოს 17:00 საათამდე ქალაქ რუსთავში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება,კერძოდ: თოდრიას ქ.15.17. თოდრიას 1.2.3. ჩიხი. მესხიშვილის ქ.9. კლდიაშვილის ქ. 10.12.14.15.17.19. მარჯანიშვილის ქ. 1/16.3.5.7.9. შევჩენკოს ქ.16.18.20 და კომუნალური საყოფაცხოვრებო ობიექტები. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114."