დაზიანებული სტადიონის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გუშინ გაავრცელა. რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა რომ მერიის თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიდნენ ფაქტს და მოახდენდნენ შესაბამის რეაგირებას. დღეს "ინფო რუსთავს" მოსახლეობა შეეხმიანა და მოედნის შეკეთების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადგილზე მისულებმა ვნახეთ რომ მინი ფეხბურთის დაზიანებული დეტალები შეკეთებული იყო. მოსახლეობა მადლობას გვიხდიდა რომ გავაშუქეთ, ჩვენ კი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურს რომ ინფორმაციის გავრელებიდან მალევე, მყისიერად მოხდა რეაგირება.