ბათუმში მკლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კაცი.
შემთხვევა ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი.
სავარაუდოდ, გარდაცვლილია კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი.
როგორც შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.