საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2021-07-22 09:29:14

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 07:17 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.