მეგობრობის გამზირზე, კერძო ავტოპარკის ტერიტორიაზე მამაკაცმა ქოფაკის ჯიშის ძაღლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა, ამბის შემსწრე თვითმხილველმა კი 112-ზე დარეკა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ადგილზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 259 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. მხილებულია 1 პირი, გამოკითხულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები." ნახეთ ვიდეო.