იგეგმება თუ არა ლოქდაუნი

2021-07-21 13:15:15

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობას შეზღუდვების გამკაცრებაზე ჯერ-ჯერობით არ უსაუბრია.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო ტოტალური ლოქდაუნის დაწესების გართულებულია.

"ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამისი აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა",- განაცხადა გაბუნიამ.