დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება, რადგან სარიტუალო ღონისძიებებზე კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა ასეთ ღონისძიებებზე დასწრებისას ადამიანები ინფიცირდნენ და გარდაიცვალნენ.
„იღუპებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები. რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. სამწუხაროდ, შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანოთ, უბრალოდ ვერ დავასახელებ, რადგან ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაციები.
ქელეხის შემდეგ, მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონათი. ეს ახლახან მოხდა, ერთ-ერთ რაიონში. ვერ გეტყვით, ეს ადამიანი, ვინც ქელეხი მოაწყო, ხელისუფლების მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგე. მე ის ვიცი, რომ ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.