სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობი-პირველი მაისის მონაკვეთთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებასი გადაიყვანა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: მთავარი არხი