დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

2021-07-20 15:24:16

ახალქალაქში, 80 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა დაუდასტურდა.

80 წლის კაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.