"საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით" სექტემბრის თვიდან რკინიგზაში დასაქმებუ ყველა პირს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ.
ამის შესახებ მათ განცხადება ფეისბუქის გვერდზე გაავრცელეს.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რკინიგზაზე დასაქმებულთა შრომის ადეკვატური და ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო ერთობლივი მოლაპარაკებები, სადაც განხილულ იქნა ხელფასების მატების ყველა შესაძლო ალტერნატივა და პერსპექტივა.
მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს რკინიგზაზე ყველა დასაქმებულს, სექტემბრის თვიდან, სახელფასო ანაზღაურება 150 ლარით (ხელზე ასაღები) გაეზრდება, რაც წლის ჭრილში დაახლოებით 29 000 000 (ოცდაცხრა მილიონი) ლარს შეადგენს.
აგეთვე, დასაქმებულთა მოთხოვნის საფუძველზე, საგიორგობოდ განკუთვნილი ფულადი საჩუქარი (200 ლარი), ნაცვლად 23 ნოემბრისა გაიცემა დეკემბრის თვეში, წინა საახალწლოდ",- ნათქვამია განცხადებაში.