დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რის გამოც რიგი გამკაცრებები იგეგმება.
გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა მოშვებულია და პირბადეებს დახურულ სივრცეებში აღარ ატარებენ, რის გამოც საკოორდინაციო შტაბმა საკითხზე იმსჯელა და პირბადის ტარებასთან დაკავშირებით განკარგულებაში ცვლილებები შევა და შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.
"მოსახლეობა მოშვებულია, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს იქნა გადაწყვეტილი, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადის მიმართებაში რეკომენდაცია.
პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, ან არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება - დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის ხმარებასთან მიმართებაში ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბება",- განაცხადა გამყრელიძემ