ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

2017-07-31 13:45:53

ქალაქ გორში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ზეწარში გახვეული ჩვილი ერთ-ერთი ქალბატონის სახლის კართან იყო დატოვებული. ახალშობილი გორის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მოყვანისას ჩვილის მდგომარეობა მძიმე იყო. ახალშობილი დღენაკლულია და 1300 გრამს იწონის. ექიმების განცხადებით, ჩვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები ამჟამად სტაბილურია და ის კატასტროფის რეფერალური სამსახურის ბრიგადამ სათანადო მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.