სისხლიანი გარჩევის დროს 2 ახალგაზრდა დაჭრეს

2021-07-19 11:35:47

თბილისში, დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის დროს 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება იყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.