პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძილაძემ განუცხადა ორსული ქალი კლინიკაში 15 ივნის მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
"პაციენტი 15 ივნის უმძიმესი დაზიანებით შემოვიდა კლინიკაში, კორონაინფექციით დაავადებული, 22 ქულიანი დაზიანებით. სასიცოცხლო ჩვენებით გავაკეთეთ საკეისრო კვეთა, რომ ბავშვი გადაგვერჩინა და დედისთვისაც კარგი იყო. ბავშვი გადავარჩინეთ, მოიხსნა აპარატიდან, კარგად არის, მაგრამ დედა ძალიან მძიმე იყო, ერთი თვე მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა.