საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია.
ჩიტაძის ქუჩაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები და პარლამენტში შესვლას ითხოვენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავი.
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი 5-6 ივლის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სწორედ გომელაურისთვის კითხვების დასმის მიზნით სურთ ჟურნალისტების გარკვეულ ნაწილს პარლამენტში შესვლა.