მე-13 სართულიდან ქალი გადმოვარდა და ავტომობილს დაეცა

2021-07-17 15:08:32

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და ავტომობილს დაეცა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი